2026

პროგრამის შესახებ
საკვანძო კომპეტენციების განვითარება ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთათვის და მათთვის ვისაც სურს კონკრეტული მიმართულებებით შრომის ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი, მულტილინგვური და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
ცალკეული მიზნობრივი ჯგუფისთვის, თანამედროვე მეთოდოლოგიით სპეციალურად შემუშავებული სასწავლო კურსები და სწავლების ჰიბრიდული მოდელი, მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, უმოკლეს პერიოდში დაძლიან ბარიერები რომელიც ხელს უშლით მათ შრომის ბაზარზე მდგრად დამკვიდრებას ან/და შემდგომ კარიერულ განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა სწავლების ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო
2026 წელს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას მიიღებს 200 მოსარგებლე.
სწავლების ფორმატი
პროგრამის ფარგლებში სწავლება განხორციელდება ჰიბრიდული მოდელით, რომელიც აერთიანებს როგორც აუდიტორიულ, ასევე ელექტრონულ (სინქრონულ და ასინქრონულ) სწავლების ფორმებს.
სასწავლო კურსები შემუშავებულია სხვადასხვა პროფესიული მიმართულების საჭიროებების გათვალისწინებით და წარმოადგენს ერთიანი სასწავლო პროცესის თანმიმდევრულ და ურთიერთშემავსებელ ნაწილს, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

სასწავლო პროცესის ელექტრონული ნაწილი განხორციელდება სწავლების მართვის სისტემის (LMS პლატფორმის) მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს – სასწავლო მასალებზე უწყვეტ წვდომას, ინსტრუქტორებთან და ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას, ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და მსმენელთა პროგრესის მონიტორინგს.
აუდიტორიული სწავლება
ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ტრენერთან პირისპირ მეცადინეობით.
სინქრონული ონლაინ სწავლება
რეალურ დროში ხორციელდება ვიდეოკონფერენციების, პირდაპირი ლექციებისა და ჯგუფური აქტივობების საშუალებით, რაც მსმენელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს პერსონალური უკუკავშირი და აქტიურად ჩაერთოს დისკუსიებში.
ასინქრონული სწავლება
კი მსმენელს აძლევს თავისუფლებას, შეისწავლოს მასალა მისთვის ხელსაყრელ დროს – ვიდეოჩანაწერების, ელექტრონული სახელმძღვანელოებისა და ინტერაქტიული დავალებების მეშვეობით.
ჩართვის წესი და პირობები
პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:
საკვანძო კომპონენციების განვითარების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერმთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.
✅ რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
✅ სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად.
✅ გაიარონ შერჩევის ეტაპები, რომელიც მოიცავს გასაუბრებას ან/და ტესტირებას
მულტილინგვური დარგობრივი კომპეტენციები
ითვალისწინებს, სტუმართმასპინძლობის და მომსახურების ინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის A1; A2 და B1 ცოდნის დონეების მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარე, ინგლისურის, რუსულის ან გერმანული ენის განვითარებასთან ერთად, პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას დარგობრივი ტერმინოლოგიის შესწავლით.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – მენიუს აღწერა (კერძების ინგრედიენტები, მომზადების მეთოდები, გემოები); სასმელების სახეობები (ალკოჰოლური, არაალკოჰოლური); სპეციალური შეკვეთები / ალერგიები და დიეტური შეზღუდვები (მაგ., “გლუტენის გარეშე”, “ვეგანური”); რესტორნის აღჭურვილობა და ინვენტარი; მომხმარებლებთან ურთიერთობა და სერვისი; ანგარიშსწორება (ანგარიში და გადახდის მეთოდები).
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიცილება; მენიუს აღწერა და რეკომენდაციების გაწევა; შეკვეთების მიღება და ჩაწერა; სტუმრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა; საჩივრების მიღება და მოგვარება; ანგარიშის წარდგენა და ანგარიშსწორება; თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია ნებისმიერ სიტუაციაში.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – მენიუები და სასმელების რუკები; რეცეპტები და ინგრედიენტების სიები; რესტორნის პოლიტიკა და პროცედურები. სტუმრების შეკვეთების და მოთხოვნების გაგება; საჩივრების მოსმენა და გაგება; კოლეგების და მენეჯმენტის მითითებების მოსმენა.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – სასმელების სახეობები (კოქტეილები, ღვინო, ლუდი, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური და ცხელი სასმელები); მომხმარებლებთან ურთიერთობა და სერვისი; კოქტეილების მომზადების ტექნიკა და ინგრედიენტები; ბარის აღჭურვილობა და ინვენტარი; ინვენტარიზაცია.
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – სტუმრების მისალმება და კომუნიკაცია ; სასმელების რეკომენდაციების გაწევა; შეკვეთების მიღება და მომზადება; პრობლემური სიტუაციების მოგვარება; პროფესიონალური ქცევა და ეთიკა.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – კოქტეილების რეცეპტები; სასმელების მენიუები; ბარის მართვის ინსტრუქციები. სტუმრების შეკვეთების და მოთხოვნების გაგება; კოლეგების და მენეჯმენტის მითითებების მოსმენა.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – დასუფთავების საშუალებები და აღჭურვილობა; დასუფთავების ტექნიკა და მეთოდები; უსაფრთხოების წესები და ჰიგიენური სტანდარტები; მასალების აღწერა და გამოყენება.
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – მითითებების გაგება და შესრულება; კოლეგებთან და მენეჯმენტთან კომუნიკაცია; პრობლემების შესახებ მოხსენება.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – დასუფთავების საშუალებების ეტიკეტები და ინსტრუქციები; უსაფრთხოების პროტოკოლები და სახელმძღვანელოები; ჰიგიენური სტანდარტების დოკუმენტაცია. მითითებების და უსაფრთხოების გაფრთხილების მოსმენა და გაგება.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – სასტუმროს მომსახურება და ობიექტები; დაჯავშნის და რეგისტრაციის პროცედურები; სტუმრების მოთხოვნები და საჩივრები; სატელეფონო კომუნიკაციის ტერმინოლოგია.
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – სტუმრების მისალმება და რეგისტრაცია; ინფორმაციის მიწოდება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა; დაჯავშნის და ცვლილებების განხორციელება; საჩივრების მიღება და მოგვარება; სატელეფონო კომუნიკაცია; თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია ნებისმიერ სიტუაციაში.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – ჯავშნის დადასტურებები; სტუმრების ინფორმაცია და რეგისტრაციის ფორმები; სასტუმროს პროცედურები, წესები და პოლიტიკა; ინვოისები, გადახდის დადასტურებები. სტუმრების შეკითხვების და მოთხოვნების გაგება; სატელეფონო საუბრების გაგება; კოლეგების და მენეჯმენტის მითითებების მოსმენა; საჩივრების მოსმენა და გაგება; სხვადასხვა აქცენტისა და მეტყველების ტემპის გაგება.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები; არქიტექტურული ტერმინოლოგია; ლეგენდები და ისტორიული ფაქტები; ადგილობრივი ფლორა და ფაუნა; ტურისტული მარშრუტები და ტრანსპორტი; ადგილობრივი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – ტურისტებთან თავაზიანი და გასაგები კომუნიკაცია; ისტორიული და კულტურული ინფორმაციის საინტერესოდ და ხელმისაწვდომად გადმოცემა; ტურისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა; საგანგებო სიტუაციებში სწორი რეაგირება.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – ისტორიული და კულტურული წყაროები; ტურისტული ბუკლეტები და გიდები; ადგილობრივი მუზეუმების ექსპოზიციები. ტურისტების შეკითხვების და მოთხოვნების გაგება.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – საქონლის აღწერა და მახასიათებლები; ფასები და ფასდაკლებები; გაყიდვების ტერმინოლოგია; გადახდის მეთოდები; საჩივრები და დაბრუნების პოლიტიკა.
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – მყიდველებთან თავაზიანი და დამხმარე კომუნიკაცია; საქონლის აღწერა და რეკომენდაციების გაწევა; მყიდველების შეკითხვებზე პასუხის გაცემა; საჩივრების მიღება და მოგვარება; გაყიდვების განხორციელება.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – საქონლის აღწერა და მახასიათებლები; ფასების სიები და ფასდაკლებების ინფორმაცია; სარეკლამო მასალები. მყიდველების მოთხოვნების და შეკითხვების გაგება; კოლეგების და მენეჯმენტის მითითებების მოსმენა.
ა). სპეციალიზებული ლექსიკა – საქონლის ან მომსახურების აღწერა და მახასიათებლები; გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები; მოლაპარაკებების ტერმინოლოგია; კონტრაქტები და შეთანხმებები; საბაზრო ანალიზი და კონკურენცია.
ბ). პროფესიული კომუნიკაციის უნარები – პოტენციურ კლიენტებთან თავაზიანი და დამაჯერებელი კომუნიკაცია; საქონლის ან მომსახურების პრეზენტაცია; მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმებების მიღწევა; კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება; სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია.
გ). სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები – კომერციული წინადადებები და კონტრაქტები; საბაზრო ანალიზი და რეპორტები; სარეკლამო მასალები და ბროშურები. პოტენციური კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების გაგება; მოლაპარაკებებში პარტნიორების მოსმენა.
სწავლების სტრუქტურა და დონეები
მოდული ითვალისწინებს ენის სწავლის სამ ეტაპს (A1, A2, B1), რაც უზრუნველყოფს სწავლების ინდივიდუალურ დონეზე მორგებას და თანმიმდევრულ პროგრესს. თითოეულ ეტაპზე სწავლება მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:
- უცხო ენის საბაზისო კურსი – ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენის, საუბარის, წერითი, კითხვითი უნარების განვითარება
- პროფესიული თემატიკა და ტერმინოლოგია – სპეციალიზებული ლექსიკა; პროფესიული კომუნიკაციის უნარები; სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები / რეალური , სამუშაო სიტუაციების სიმულაციები თითოეული პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე.
თანაფარდობა დონეების შესაბამისად:
დონე უცხო ენის კურსი პროფესიული თემატიკა
A1 80–90% 10–20%
A2 50–60% 40–50%
B1 30–40% 60–70%
სწავლება მოიცავს სულ მცირე 84 საკონტაქტო საათს,კვირაში მაქსიმუმ 4 შეხვედრა, საიდანაც 42 საათი ეთმობა აუდიტორიულ სწავლებას,ხოლო 42 საათი ონლაინ სინქრონულ სწავლებაზე მოდის. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობით – არაუმეტეს 90 წუთისა.კურსის საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 4 თვეს.
არ გაუშვა შანსი ხელიდან
დარეგისტრირდი დღესვე
დარგობრივი კომპეტენციები
ითვალისწინებს მომსახურების, სტუმართმასპინძლობის, მრეწველობისა და საოფისე საქმის სექტორების წარმომადგენლებისთვის პროფესიული მიმართულებების მიხედვით შემუშავებულ სასწავლო კურსებს. თითოეული კურსი მიზნად ისახავს შესაბამისი დარგისთვის აუცილებელი თანმდევი პროფესიული კომპეტენციებისა და რბილი უნარების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა კონკურენტუნარიანობის ზრდასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას
-
საოფისე საქმე
-
მედია მარკეტინგი
-
გაყიდვები
-
ბუღალტერია
-
დიზაინი
-
ტურიზმი
-
ნავიგაცია
სწავლების სტრუქტურა და დონეები
- დარგზე ორიენტირებული თემატიკა – პროფესიული სასწავლო კურსის თემატიკა მორგებულია კონკრეტული პროფესიული სფეროს საჭიროებებზე;
- პრაქტიკული მიდგომა – თეორიული სასწავლო მასალის მიღმა, კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სამუშაო სიტუაციებთან;
- პროფესიული და დამოუკიდებელი შესრულების უნარების განვითარება – კურსი ფოკუსირებულია კონკრეტული პოზიციისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარებაზე და მსმენელს დაკისრებული ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობას აძლევს;
- პრაქტიკული სავარჯიშოები და სიმულაციები – სიტუაციური ანალიზი, როლური თამაშები, პროექტების სიმულაცია, პრაქტიკული დავალებები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული სცენარებით;
- უნარების შეფასება – პრაქტიკული დავალებების შესრულების, სიმულაციებში მონაწილეობის და ქეისების ანალიზის შეფასება.
სწავლება მოიცავს სულ მცირე 84 საკონტაქტო საათს, კვირაში მაქსიმუმ 4 შეხვედრა, საიდანაც 42 საათი ეთმობა აუდიტორიულ სწავლებას, ხოლო 42 საათი ონლაინ სინქრონულ სწავლებაზე მოდის. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობით – არაუმეტეს 90 წუთისა. კურსის საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 4 თვეს
დარგობრივი კომპეტენციები
არ გაუშვა შანსი განავითარო შენი პროფესიული კომპეტენციები
დარეგისტრირდი ახლა.
ხშირად დასმული კითხვები
Leverage agile frameworks to provide a robust synopsis for high level overviews. Iterative approaches to corporate strategy foster collaborative thinking to further the overall value proposition. Organically grow the holistic world view of disruptive innovation via workplace diversity and empowerment.
Leverage agile frameworks to provide a robust synopsis for high level overviews. Iterative approaches to corporate strategy foster collaborative thinking to further the overall value proposition. Organically grow the holistic world view of disruptive innovation via workplace diversity and empowerment.


